მიხეილ სარჯველაძე – “ნაცმოძრაობაზე“: 6%-იანი მხარდაჭერის პირობებში არ შეიძლება, გქონდეს ხელისუფლების შეცვლის ამბიცია

“NDI-ის კვლევაში „ნაცმოძრაობას“ უწერია 6%-იანი მხარდაჭერა. ასეთი მხარდაჭერის პირობებში არ შეიძლება, გქონდეს ხელისუფლების შეცვლის ამბიცია, მაშინ როცა ხელისუფლებას შენზე ოთხჯერ მეტი ამომრჩეველი ჰყავს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში, ისე როგორც არასდროს, კარგად აქვს ადამიანებს გაცნობიერებული, რაოდენ დიდია სუვერენიტეტის და მშვიდობის მნიშვნელობა.

„NDI-ის კვლევაში „ნაცმოძრაობას“ უწერია 6%-იანი მხარდაჭერა. ეს ნიშნავს, რომ მათ არავინ მხარს აღარ უჭერს – იმდენად გაისაწყლეს თავი, რომ იმის იქით აღარ არსებობს არაფერი. ხელისუფლების ცვლილებას უნდა განაპირობებდეს საზოგადოების მხარდაჭერა. ეს არ აქვთ. 6%-იანი მხარდაჭერის პირობებში არ შეიძლება, გქონდეს ხელისუფლების შეცვლის ამბიცია, მაშინ როცა ხელისუფლებას შენზე ოთხჯერ მეტი ამომრჩეველი ჰყავს. პრობლემა ისაა, რომ ასეთ ფონზე, როცა მხარდაჭერა არ აქვთ, ამის დეფიციტს ავსებენ სხვა არაკეთილსინდისიერი საშუალებებით – ეს არის ფული, ოლიგარქიული გავლენები, მედიამანიპულაციები, დასავლეთის მომხრობა. ეს ყველა ფაქტორი რაღაცნაირად უნდათ, რომ შეაკოწიწონ და მიაღწიონ ხელისუფლების ცვლილებას, მიუხედავად იმისა, უნდა თუ არა ეს საზოგადოებას. აი, ეს არის მთელი გეგმა. მერაბიშვილის გათვლები როგორიც არ უნდა იყოს, ფაქტია ერთია, რომ საქართველოში, ისე როგორც არასდროს, კარგად აქვს ადამიანებს გაცნობიერებული, რაოდენ დიდია სუვერენიტეტის და მშვიდობის მნიშვნელობა. ეს უბრალოდ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ აქ ფეხი მოიკიდოს ისეთმა მავნებლურმა აზროვნებამ, რომელსაც შეუძლია, „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში მოიყვანოს“, – აცხადებს სარჯველაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები