მეუფე ნიკოლოზი – სინოდის სხდომაზე: სანამ პატრიარქი პატრიარქია, თვითონ ჩაატარებს ყოველთვის ამ სხდომას
“ვერ მოესწრება ვერავინ ამას, ვერასოდეს. ეგ საკითხი დღის წესრიგში არასდროს დადგება”, – ასე უპასუხა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტების კითხვას, იყო თუ არა სინოდის სხდომაზე პატრიარქის უფლებამოსილების გადაბარებაზე საუბარი.
მეუფე ნიკოლოზის თქმით, სანამ პატრიარქი პატრიარქია, თვითონ ჩაატარებს ყოველთვის სინოდის სხდომას.
“არასოდეს არ დადგება დღის წესრიგში ეგ საკითხი და აზრადაც არ მოსვლია ვინმეს თავში, რაღაც მსგავსი რომ ეთქვა, ვერ მოესწრება ვერავინ ამას, პატრიარქი იქნება დიდხანს და თუ რაღაცას არასწორად ვიტყვი, მერე მომკითხეთ, პატრიარქის 50 წლის იუბილეს ერთად აღვნიშნავთ… სანამ პატრიარქი პატრიარქია, თვითონ ჩაატარებს ყოველთვის ამ სხდომას”, – აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.