მიხეილ სარჯველაძე: სამწუხაროდ, ერთგვარ „წარმატებას“ მიაღწია ოპოზიციის ერთმა ნაწილმა, მათ შორის, საერთაშორისო დონეზე – დააზიანეს სახელმწიფოს რეპუტაცია

„სამწუხაროდ, ერთგვარ „წარმატებას“ მიაღწია ოპოზიციის ერთმა ნაწილმა, მათ შორის, საერთაშორისო დონეზე – დააზიანეს სახელმწიფოს რეპუტაცია, ამას განაგრძობენ იმიტომ, რომ ამ გზით ესახებათ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა ყველაზე მარტივ ხერხად”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ადრე თუ გვიან, ყველასთვის ყველაფერი ცნობილი გახდება.

“პირდაპირ ვიძახი, სააკაშვილივით ვერ დადგება ვერცერთ შემთხვევაში ხელისუფლება და ვერ დაიწყებს მილიონების ხარჯვას პიარკამპანიების საწარმოებლად. ეს უბრალოდ გაუმართლებელია. პირიქით, კითხვები შეიძლება, გაგიჩნდეს და თქვა, რომ პოლიტიკური დღის წესრიგისთვის, რომ იხარჯება მილიონები, ეს არასწორია.

სამწუხაროდ, ერთგვარ „წარმატებას“ მიაღწია ოპოზიციის ერთმა ნაწილმა, მათ შორის, საერთაშორისო დონეზე – დააზიანეს სახელმწიფოს რეპუტაცია, ამას განაგრძობენ იმიტომ, რომ ამ გზით ესახებათ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა ყველაზე მარტივ ხერხად. ეს ცუდია. ამოსავალი წერტილი სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით არის ერთი მარტივი საკითხი, რომ ის იქამდე მიიყვანეს, რომ ვეღარ გადაადგილდება. მაგრამ გავრცელდა კადრი, რომელიც საპირისპიროს მეტყველებს. ადრე და გვიან სადღაც ხომ წააწყდება ის ევროპარლამენტარი ამას, რომელსაც არც ჩემს მხარეს და არც არავის მხარეს აქვს მიკერძოება, უბრალოდ, ჭეშმარიტებისთვის უნდა მისცეს ხმა. მიდიან და უხსნიან მას, რომ ადამიანს კლავენ. მილიონები იხარჯება ამაში სააკაშვილის მხრიდან. მერწმუნეთ, ეს დიდხანს უბრალოდ ვერ გასტანს. შეიძლება ეს ამ წუთას მოკლევადიანი გეგმისთვის, ამ წუთას სჭირდებათ. ადრე თუ გვიან, ყველასთვის ყველაფერი ცნობილი გახდება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები