15 თებერვალს, ნანა ბურჭულაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

15 თებერვალს, 17:00-ზე, სასტუმრო თბილისი მარიოტის წვეულებათა დარბაზში ნანა ბურჭულაძის წიგნის „შუა საუკუნეების საქართველოს ქრისტიანული ხელოვნების საგანძური“ პრეზენტაცია გაიმართება.

წიგნი ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის იუბილეს.

წიგნი „საზოგადოება ივერიისას„ მხარდაჭერით დაიბეჭდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები