ნინო წილოსანი – “ნაცმოძრაობაზე”: აქციებზე 10-15 ადამიანზე მეტს ვერ აგროვებენ

“მოველით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თვითგანადგურების გზაზე სვლას გააგრძელებს. საზოგადოების პოლიტიკური კულტურა აღარ მოითხოვს იმ უმსგავსო და ძალიან უგემოვნო აქტივობებს, რომელსაც ისინი ახორციელებენ, აქციებზე 10-15 ადამიანზე მეტს ვერ აგროვებენ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ბოიკოტი საპარლამენტო ცხოვრებაზე ნეგატიურ გავლენას ვერ მოახდენს.

“ჩვენ არაერთხელ გვინახავს პარლამენტის დატოვების და ბოიკოტის გამოცხადების მცდელობა. ახლა ვხედავთ, რომ ისინი არამარტო პარლამენტის შიგნით, გარეთაც მინიმალური დოზით არიან წარმოდგენილები. მათი ბოიკოტი საპარლამენტო ცხოვრებაზე ნეგატიურ გავლენას ვერ მოახდენს, მათი არსებობა დაკავშირებული იყო დესტრუქციულ ნაბიჯებთან. მოველით, რომ “ნაციონალური მოძრაობა” თვითგანადგურების გზაზე სვლას გააგრძელებს. ფაქტობრივად “ნაციონალური მოძრაობის” “ლიდერშიფი” დარჩა 21-ე საუკუნის დასაწყისში, როდესაც ერთ შემთხვევაში აქციებით კონკრეტული შედეგი მიიღეს. ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ საზოგადოება გაიზარდა, საზოგადოების პოლიტიკური კულტურა, მათ შორის, საკუთარი მომხრეებიც კი აღარ მოითხოვენ იმ უმსგავსო და ძალიან უგემოვნო აქტივობებს, რომელსაც ისინი ახორციელებენ. ვხედავთ, რომ ამ აქციებზე 10-15 ადამიანზე მეტს ვერ აგროვებენ”, – აცხადებს წილოსანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები