გიგი უგულავას თქმით, სტრასბურგის სასამართლოში “ქართულ ოცნებას” მოუგო

სტრასბურგის სასამართლოში “ქოცებს” მოვუგე კონვენციის 5 მუხლის 1-ელი და 3 პუნქტები, – ამის შესახებ გიგი უგულავამ განაცხადა, რითაც იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე “გიორგი უგულავა საქართველოს წინააღმდეგ” გამოეხმაურა.

“სტრასბურგის სასამართლოში “ქოცებს” მოვუგე კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი და 3 პუნქტები.

“ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმეზე დარღვევები ნაწილობრივ დაადგინა და სახელმწიფოს კომპენსაციის სახით 10 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით:

დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) 2014 წლის 3 ივლისიდან 2015 წლის 2 აპრილამდე პერიოდში დაკავებისა და წინასწარი პატიმრობის საქმეზე;

დადგინდა მე-5 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა 2015 წლის 2 აპრილიდან 17 სექტემბრის ჩათვლით წინასწარი პატიმრობის საქმეზე;
დაირღვა მე-5 მუხლის მესამე პუნქტი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება);
მოგეხსენებათ, ამათ მე მრავალჯერ დამიჭირეს. 2020 თადუმაძე & კომპანიის განაჩენიც გასაჩივრებულია სტრასბურგში, წარმოებაში მიღებულია და იქაც გამარჯვებას ველოდები.

მთავარი, რაც მიხარია, არის ის, რომ სტრასბურგის სასამართლომ პრაქტიკულად ბეჭედი დაასვა 9 თვეზე მეტ ხანს წინასწარი პატიმრობის მავნე პრაქტიკას, რაზეც სალომე ზურაბიშვილი გვიხსნიდა – რომც შეიწყალოს სააკაშვილი, მას წინასწარი პატიმრობით ,,ოცნება,, ისევ დაიჭერსო. ტყუილია ეს!”, – წერს სოციალურ ქსელში უგულავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები