გორის მერია: სადგურის დასახლებაში გზის მოწყობა მალე დასრულდება

გორის მერიის ინფორმაციით, რკინიგზის სადგურის დასახლებაში, სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მალე დასრულდება.
“სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე, რომელიც დამრეც რელიეფზე გადის, 225 მეტრია.
ტრანსპორტის სავალ ნაწილზე იგება ბეტონის საფარი.
პროექტი ითვალისწინებდა მიერთებების, ბეტონის ბორდიურების, სანიაღვრე ჭრილის, გაბიონის საყრდენი კედლისა და მანქანების სადგომის მოწყობა.
აღნიშნული გზის მონაკვეთზე, რომელიც მთლიანად გრუნტოვანი იყო და ნალექის დროს თითქმის გაუვალი ხდებოდა, მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არასდროს ჩატარებია”, – ნათქვამია მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები