გივი მიქანაძე: „ნაცმოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ იქნებიან თუ არა, ამით პარლამენტს არაფერი დააკლდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, „ნაცმოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ იქნებიან თუ არა პარლამენტში, ამით საკანონმდებლო ორგანოს არაფერი დააკლდება.

მისივე თქმით, “ნაცმოძრაობა” დაშლის პირასაა.

“ეს პარტია არის დაშლის პირას მისული, იმიტომ რომ კონფრონტაცია გადასული არის ისეთ წითელ ხაზებს, რომლისგანაც ამ პარტიის რაიმე რეანიმაციაც კი წარმოუდგენელია. „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ იქნება თუ არა პარლამენტში, ამით პარლამენტს არაფერი დააკლდება. აქამდე რომ იყვნენ და ისიც სპონტანურად ხან შემოდიოდნენ და ხან გადიოდნენ, რა შეემატა პარლამენტს, გარდა იმისა, რომ ქვეყნისთვის დამაზიანებლად მოქმედებდნენ და ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ მუდმივად“, – აღნიშნა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები