თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 105 წლისაა

8 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 105 წელი შეუსრულდა.

„ეს ის უნივერსიტეტია, რომელმაც 105 წლის წინ ქართულ ენაზე სწავლებითა და ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში პირველი ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას.
ვულოცავთ ჩვენს თსუ-ს 105 წლის იუბილეს და წინსვლას, საინტერესო გამოწვევებსა და განვითარებას ვუსურვებთ!
ვულოცავთ ყველა უნივერსიტეტელს ალმა-მატერის იუბილეს!
თაობათა ცვლა უამრავ გამოცდილებას გვიგროვებს, გვაძლერებს და გვიბიძგებს სიახლეებისკენ!
თსუ დიდი ძალაა, ძალა, რომელიც 1918 წლიდან ემსახურება თაობათა განათლებას“! – ნათქვამია უნივერსიტეტის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები