„ონლაინ თეატრალური ეტიუდები“ – ინკლუზიური პროექტის წარდგენა გაიმართა

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გაიმართა ინკლუზიური პროექტის – „ონლაინ თეატრალური ეტიუდები“ – პრეზენტაცია. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, თეატრალური ხელოვნებით დაინტერესებულ შშმ ახალგაზრდებთან ურთიერთობით შეირჩა 10 სამეგობრო/ოჯახი, რომელთაც აერთიანებთ თეატრის, სცენის, საზოგადოდ, ხელოვნების სიყვარული. პროექტის ფარგლებში დაიდგა 10 თეატრალური ეტიუდი შშმ პირთა და მათი „სამეგობროების“ მონაწილეობით. შეიქმნა ამ ეტიუდების ვიდეოვერსია და ჩანაწერები განთავსდა ონლაინპლატფორმაზე. პროექტის ხელმძღვანელია რუსუდან ბოლქვაძე.
ცნობისთვის: 2022 წელს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის -„ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა“ – ხუთი გამარჯვებული პროექტი გამოავლინა. კონკურსის ბიუჯეტი იყო 120 000 ლარი. „ონლაინ თეატრალური ეტიუდები” ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტია, რომელშიც მონაწილეობდა 26 ბენეფიციარი, მათ შორის – ცხრა შშმ პირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები