ფოთის მუნიციპალიტეტი ჩემპიონ სპორტსმენებს ფულად ჯილდოს გადასცემს

ფოთელმა მოკრივეებმა საქართველოს ჩემპიონატზე 3 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ უმასპინძლა და მიღწეული წარმატება მიულოცა.
მიმდინარე წლის 30 იანვარს – 4 თებერვალს, ქალაქ ბათუმში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი უფროსი და ახალგაზრდა ასაკის მოკრივეთა შორის, სადაც წარმატებით იასპარეზეს ქალაქ ფოთის კრივის სასპორტო სკოლის და მოკრივეთა კლუბ ,,ლიდერი’’-ს მოკრივეებმა.
გიორგი საჯაიამ 54 კგ წონით კატეგორიაში უფროსი ასაკის მოკრივეთა შორის მოიპოვა ოქროს მედალი ( მწვრთნელი დავით დავთიან) .
შოთა ჯიქიამ 71 კგ წონით კატეგორიაში ახალგაზრდა მოკრივეთა შორის მოიპოვა ოქროს მედალი ( მწვრთნელი დავით დავთიან).
გიორგი ნაროუშვილმა 86 კგ წონით კატეგორიაში ახალგაზრდა მოკრივეთა შორის ოქროს მედალი ( მწვრთნელი ვლადიმერ ჭანტურია).
ირაკლი ჯანელიძემ 75 კგ წონით კატეგორიაში უფროსი ასაკის მოკრივეთა შორის მოიპოვა ვერცხლის მედალი ( მწვრთნელი თემურ ოჩიგავა).
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ჩემპიონ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ.”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები