კომუნიკაციების კომისია უსაფრთხო ინტერნეტის დღის მსოფლიო ინიციატივას შეუერთდა

7 თებერვალი უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღეა, რომელსაც, კომუნიკაციების კომისია ყოველწლიურად უერთდება. ინიციატივა მიზნად ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიების პოზიტიური და უსაფრთხო გამოყენების მხარდაჭერას ისახავს, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, წლევანდელ ონლაინ სესიაზე, მედიაწიგნიერების განვითარების ტრენერმა, ანი გვეტაძემ, აუდიტორიას კომუნიკაციების კომისიის ის პროექტები წარუდგინა, რომლებიც საქართველოს მოსახლეობისთვის უსაფრთხო ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობის შექმნას ეხებოდა. პრეზენტაციის დასასრულს, შეხვედრის ორგანიზატორმა და ინტერნეტ საზოგადოების დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, რატი სხირტლაძემ, აღნიშნა, რომ Comcom-ის მედიაწიგნიერების პროექტები მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული და შთამბეჭდავი იყო.

ამავე ინიციატივის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისია საჯარო სკოლებში სასწავლო სემინარებსაც ჩაატარებს, სადაც მოსწავლეებს საშუალება ექნებათ გაიგონ, თუ როგორ გამოიყენონ ინტერნეტი უსაფრთხოდ და ასევე, როგორ შეიტანონ წვლილი უკეთესი ინტერნეტ სივრცის შექმნაში.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტი განაგრძობს ზრუნვას მოზარდებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები