მაღალ მთაში შესაძლოა, ტემპერატურა -23 გრადუსამდე დაეცეს – სინოპტიკოსები 12 თებერვლიდან ყინვის გაძლიერებას პროგნოზირებენ

12 თებერვლის ღამის საათებში ყინვები გაძლიერდება, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, დოდო გვაზავამ განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა, საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ტემპერატურა -23 გრადუსამდე დაეცეს.

“12 თებერვლის ღამის საათებში ყინვები გაძლიერდება. დედაქალაქში დაახლოებით 2-დან 3 გრადუს ყინვამდეა მოსალოდნელი. რადგან ამხელა ამბავია ატეხილი -23 გრადუსზე, ვიტყვი, არ არის გამორიცხული, რომ იყოს 2.5 კილომეტრის ზედა ფენებში, სადაც უფრო მეტად დაუსახლებელი ტერიტორიებია,”- ამბობს დოდო გვაზავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები