ალეკო ელისაშვილი: ღმერთო, დაგვიფარე, თუ უკვე ხელი არ გაქვს ჩაქნეული ჩვენზე
“ჩვენ მეზობელ თურქეთში ვიცით, როგორი დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, 7.2 და 7.6 ბალის მიწისქვეშა ბიძგები იყო ჩვენი საზღვრიდან რამდენიმე ასეულ კილომეტრში. ხო ყველას ის ფიქრი და შიში გვიტრიალებს თავში, რა დაემართება ჩვენ სახლებს, კორპუსებს, შენობებს მსგავსი ბიძგების შემთხვევაში?!”,- ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილის სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, მშენებლობის ხარისხი და ნაშენი სივრცის უსაფრთხოება არავის ადარდებს, ფაქტია.
“წესით, ამაზე უნდა ვსაუბრობდეთ ყველა მთელ ქვეყანაში, მედიაშიც პარლამენტშიც. მაგრამ დღეს, საგაზაფხულო სესიის გახსნაზე ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გვაქვსო. მედიას კიდევ ,,ნაციონალური მოძრაობის,, აქციები აინტერესებს. მშენებლობის ხარისხი და ნაშენი სივრცის უსაფრთხოება არავის ადარდებს ფაქტია. გეგონება, გარანტია გვქონდეს, რომ მიწისძვრა აქ არ იქნება. ღმერთო, დაგვიფარე, თუ უკვე ხელი არ გაქვს ჩაქნეული ჩვენზე….”,- წერს ელისაშვილი.