ეკა სეფაშვილი: საქართველოს ეკონომიკის მდგრადი ორნიშნა ზრდა განპირობებულია სტაბილური, მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოთი, რომლის შექმნა და შენარჩუნება მოახერხა საქართველოს ხელისუფლებამ

„მინდა განსაკუთრებულად ხაზგასმით აღვნიშნო საქართველოს ეკონომიკის ზრდის ის ორნიშნა მაჩვენებელი, რომელიც ბოლო ორი წლის მანძილზე ნარჩუნდება. პირველ რიგში, ეს მდგრადი ორნიშნა ზრდა განპირობებულია სტაბილური, მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოთი, რომლის შექმნა და შენარჩუნება მოახერხა საქართველოს ხელისუფლებამ”, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და „ხალხის ძალის” წარმომადგენელმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკა, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის სწორად დაგეგმილი პრიორიტეტებისა და მიმართულებების შესაბამისად ვითარდება, მიმართულია არა მხოლოდ, ზოგადად, ეკონომიკური ზრდისათვის, არამედ ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები