ირაკლი კობახიძე: გლობალური ომის პარტიას ერთადერთი ინტერესი აქვს – სააკაშვილის გამოშვება, რადგან საქართველოში შექმნან არეულობა

გლობალური ომის პარტიას ერთადერთი ინტერესი აქვს საქართველოში, სააკაშვილის გამოშვება, ისინი ხედავენ, რომ ხაბეიშვილები, მელიები და ა.შ. აქ, საქართველოში ვერაფერს მოაწყობენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადების კომენტირებისას ისაუბრა.

„გლობალური ომის პარტიას ერთადერთი ინტერესი აქვს საქართველოში, სააკაშვილის გამოშვება, ისინი ხედავენ, რომ ხაბეიშვილები, მელიები და ა.შ. აქ, საქართველოში ვერაფერს მოაწყობენ. რაც შეეხება საჯარო მოსამსახურეებს, ჯერ ერთი, ისინი არიან პოლიტიკური თანამდებობის ყოფილი პირები, მათი პოზიცია საერთოდ არ არის საინტერესო, ესენი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ მმართველობის ქვეშ იკავებდნენ საკუთარ თანამდებობებს, 90 პროცენტზე მეტი არის სწორედ ასეთი თანამდებობის პირი. არც მარგველაშვილი, არც მისი მეგობრები არ არიან საერთოდ საინტერესო. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, როდესაც ნებისმიერ პატიმართან დაკავშირებით არსებობს გათავისუფლების საფუძველი, მიიღებს ამ დროს შესაბამის გადაწყვეტილებას, შესაბამისი უწყება. ჰუმანიტარული მოსაზრებებით რომ მოქმედებდეს სახელმწიფო, ამ შემთხვევაში ცხრა ათასივე პატიმარი უნდა გათავისუფლდეს. რა შუაშია ჰუმანიტარული მოსაზრება. ბუნებრივია, მთავარი არის კანონი, კანონის უზენაესობა, სწორედ ამ კრიტერიუმებით მოქმედებენ სახელმწიფო უწყებები.

არის გლობალური ომის პარტია, რომელსაც ერთადერთი ინტერესი აქვს საქართველოში სააკაშვილის გამოშვება, ისინი ხედავენ, რომ ხაბეიშვილები, მელიები და ა.შ. აქ, საქართველოში ვერაფერს მოაწყობენ. მათ უნდათ, რომ სააკაშვილისგან შექმნან ოპოზიციის ლიდერი, ის სჭირდებათ მათ გარეთ, რადგან საქართველოში შექმნან არეულობა და ამ არეულობის საბოლოო წერტილი უნდა იყოს მეორე ფრონტი, ეს არის მათი ერთადერთი ინტერესი, ვინც კი აწერს ხელს ასეთ სამარცხვინო განცხადებებს, ყველა არის გლობალური ომის პარტიის ინტერესებით მოქმედი. ჩვენთვის ასეთი ხელმოწერები არ იქნება რაიმე გადაწყვეტილების მიღების საფუძველი“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მის მიერ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით შექმნილ სიას შეუერთდნენ ევროპული ქვეყნებიდან ყოფილი მაღალჩინოსნები. მარგველაშვილის თქმით, ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, მიიღონ ჰუმანიტარული გადაწყვეტილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები