კობახიძე: პირობას ვაძლევთ ქართულ საზოგადოებას, რომ ხელისუფლების მხრიდან ყველა ნაბიჯი გადაიდგმება სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად

პირობას ვაძლევთ ქართულ საზოგადოებას, რომ ხელისუფლების მხრიდან ყველა ნაბიჯი გადაიდგმება სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად, ეს არის ჩვენთვის მთავარი განმსაზღვრელი პრინციპი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომელიც პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, „პოლონური რადიოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა, რომ ევროკავშირი გეგმავს, მიმართოს საქართველოს, სააკაშვილს თუ დართავენ საზღვარგარეთ წასვლის ნებას, ის არ ჩაერთვება პოლიტიკაში, ვიდრე იქნება ევროკავშირის ტერიტორიაზე.

„ყველა შემთხვევაში, სახელმწიფო იმოქმედებს სამართლებრივი პროცედურების დაცვით, სადაც კანონი მოითხოვს კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას, იქ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯი, სადაც არ მოითხოვს, იქ არ გადაიდგმება. ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი სუვერენიტეტის შესაბამისად. ამის პირობას ვაძლევთ ქართულ საზოგადოებას, რომ ყველა ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან გადაიდგმება სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად, ეს არის ჩვენთვის მთავარი განმსაზღვრელი პრინციპი“, – თქვა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები