ანა ბუჩუკური: „ნაცმოძრაობა“ ისევ გადის პარლამენტიდან, ოღონდ ვერ გაურკვევიათ, მანდატებს ტოვებენ თუ მაინც იღებენ ხელფასებს; საბოლოოდ, ეს ყველაფერი კომიკურია

„ნაცმოძრაობა“ ისევ გადის პარლამენტიდან, ოღონდ ვერ გაურკვევიათ, მანდატებს ტოვებენ თუ მაინც იღებენ ხელფასებს”, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი კომიკურია.

„ჯერ არ შემოდიოდნენ პარლამენტში და „პუფები“ გვეძახეს, მერე შემოვიდნენ, ოღონდ თან სიები ჩახსნეს. სიები რომ ჩახსნეს, მერე სანანებელი გაუხდათ, რადგან მანდატები დაკარგეს. ეს მანდატები ჰაერიდან მოსული კი არ არის, ხალხი გვაძლევს ამ მანდატებს. შემდეგ გადიოდნენ, მერე დარჩნენ, რაღაც ეტაპზე ისევ გადიოდნენ, შემდეგ ისევ დარჩნენ. ახლა ისევ გადიან, ოღონდ ჯერ ვერ გაურკვევიათ, მანდატებს ტოვებენ, ხელფასებს იღებენ, თუ რა რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. ანუ, საბოლოოდ, ეს ყველაფერი არის კომიკური“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები