ირაკლი კობახიძე – „ნაცმოძრაობაზე”: გუშინ თქვეს, რომ საპარლამენტო მუშაობას წყვეტენ, დღეს უკან დაიხიეს, როგორც ჩანს – საპარლამენტო მანდატები დაენანათ

“გუშინ თქვეს, რომ საპარლამენტო მუშაობას წყვეტენ, დღეს უკან დაიხიეს, როგორც ჩანს, საპარლამენტო მანდატები დაენანათ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, “ნაციონალური მოძრაობა” სად იქნება.

„მათ არც დარბაზში ყოფნით და არც დარბაზის გარეთ არ შეუძლიათ რაიმე წვლილის შეტანა ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებში. ამიტომ, ჩვენთვის რაიმე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს „ნაციონალური მოძრაობა“ სად იქნება. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს და ამ დღის წესრიგით მოქმედებას გავაგრძელებთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები