პაატა მანჯგალაძე: ჩვენ ვწყვეტთ საპარლამენტო საქმიანობას

“ჩვენ ვწყვეტთ საპარლამენტო საქმიანობას, გავდივართ ბოიკოტში”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ოპოზიციური ერთობა არ იქნება, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ბრძოლას დამოუკიდებლად გააგრძელებს.

„მაშინ, როდესაც ე.წ სასამართლომ გუშინ მიიღო ფაქტობრივად მესამე პრეზიდენტის, სააკაშვილის მკვლელობის გადაწყვეტილება, ეს ნიშნავს წინასწარ გამოცხადებულ სიკვდილის ქრონიკას. არ შეიძლება, გულზეხელდაკრეფილი შევეგუოთ ამას. ჩვენთვის ეს არის იძულებითი ნაბიჯი. ჩვენთვის მთავარი არის დღესაც ევროპაში ინტეგრაცია, 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება, მაგრამ „ქართული ოცნება“ არ ტოვებს არანაირ სივრცეს თანამშრომლობისთვის.

რაც შეეხება საპარლამენტო საქმიანობას, ჩვენ ვწყვეტთ, ანუ ბოიკოტში გავდივართ იმ დრომდე, რომ საერთო ოპოზიციური შეთანხმება შედგეს, საერთო სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. თუ სამწუხაროდ ასეთი შეთანხმება არ იქნება, „სტრატეგია აღმაშენებელი“ უფლებას იტოვებს დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და დამოუკიდებლად გადაწყვიტოს „ქართულ ოცნებასთან“ წინააღმდეგობის ფორმები. ჩვენ ვართ მომხრე ერთიანი ოპოზიციური ფრონტის. რაც შეეხება მანდატების საკითხს, ეს არის დროის ამბავი და უნდა ემსახურებოდეს პოლიტიკური კრიზისის შექმნას, რომ ხელისუფლება წამოვიდეს კომპრომისებზე და არა კომფორტის შექმნა. თუ ოპოზიციური ერთობა არ იქნება, „სტრატეგია აღმაშენებელი“ დამოუკიდებლად გააგრძელებს ბრძოლას“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები