ნიკა მელია: საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ვერ იქნება ეფექტური

“რეალობის სწორი აღქმით და პრაგმატული გეგმით უნდა ვიმოქმედოთ, რომ მივიღოთ შედეგი. საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ვერ იქნება ეფექტური ამ შემთხვევაში”,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

“თუ პარტია რჩება პარლამენტში, მაშინ დეპუტატებმა უნდა იბრძოლონ შენობის შიგნით და შექმნან დისკომფორტი.

თუ პარტია გამოდის პარლამენტიდან – უნდა გამოვიდეს და პარლამენტარები ბრძოლაში უნდა ჩაერთონ პარლამენტის გარედან.

ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით – კომფორტს ვუქმნით მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას”, – წერს მელია.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტია საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები