საჩხერეში, მოხვასა და ცხომარეთში მოსახლეობასთნ შეხვედრები გაიმართა

საჩხერის მერიის ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დღეს მოსახლეობასთან შეხვედრები ცხომარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შედგა.

მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გაგა დარბაიძემ და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა მოხვისა და ცხომარეთის მოსახლეობასთან მათ მიერ ინიცირებული პროექტები განიხილეს.

სოფელ მოხვის მოსახლეობამ ხუთი საკითხი წარადგინა:
1. მოსაცდელის მოწყობა კუჭაშვილების უბანში;
2. გარეგანათების მოწყობა;
3. სასაფლაოს შემოღობვა;
4. სასმელი წყლის სათავე-ნაგებობის მოწესრიგება;
5. ფანჩატურის შემოღობვა და ტრენაჟორების დამონტაჟება; ხმათა უმრავლესობით სასმელი წყლის სათავე-ნაგებობის მოწესრიგება გადაწყდა.

სოფელ ცხომარეთში ორი საკითხი განიხილეს:
1. არსებული სასმელი წყლის სისტემის ავზის მოწყობა;
2. სასაფლაოს შემოღობვა; მოსახლეობამ არჩევანი ავზის მოწყობაზე გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები