ლიზა იასკო საქართველოს დროშას “სისხლიანს” უწოდებს

ამ დროშის გვერდით ვცხოვრობდი და ვცხოვრობ ამდენი ხანი, მაგრამ მხოლოდ ახლა მომეჩვენა ეს დროშა სისხლიანი … სისხლით დაფარული. ეს ადრე არ შემიმჩნევია, – წერს სოციალურ ქსელში უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო.

იასკოს თქმით, საქართველომ მას ახლო ადამიანი წაართვა.

“ამ დროშის გვერდით ვცხოვრობდი და ვცხოვრობ ამდენი ხანი, მაგრამ მხოლოდ ახლა მომეჩვენა ეს დროშა სისხლიანი… სისხლით დაფარული. ეს ადრე არ შემიმჩნევია.

საქართველო, შენ წამართვი ჩემთვის ახლო ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი. ყველაფერი წაიღე, რაც ჩვენი იყო. დასცინი და ანადგურებ. ახლა საბოლოოდ და შეუქცევადად ანადგურებ?

მას სხვა რეალობა აქვს. სუსტადაა. ეს არ არის შენთვის საკმარისი? ქართულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე დღეს უარი განაცხადა”, – წერს ლიზა იასკო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები