გია აბაშიძე: ერთ დროს სტრასბურგის მოსამართლეობამ ნონა წოწორიას ვერანაირი პროფესიული და ცხოვრებისეული გაკვეთილი ასწავლა

„ნაცსექტის“ ესა თუ ის აქტორი უსუსურად ცდილობს სააკაშვილისა და მისი რეჟიმის დანაშაულებათა გაუბრალოებას. ერთ-ერთი ასეთი უნიჭო სუბიექტია ძებნილი ყოფილი გენპროკურორის ზურაბ ადეიშვილის ექს-მოადგილე ნონა წოწორია, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ნონა წოწორიას „ფეისბუქ-პოსტს“, რომელშიც ის საქართველოს მოსახლეობას „ბრბოდ“ მოიხსენიებს.

როგორც აბაშიძე აცხადებს, „ნაცსექტანტობა“ მოუშორებელი დამღაა, ვინაიდან წოწორიას სტრასბურგის მოსამართლეობამაც კი ვერ ასწავლა ვერც პროფესიული და ვერც ცხოვრებისეული გაკვეთილები.

„ნაცსექტის“ ესა თუ ის აქტორი უსუსურად ცდილობს სააკაშვილისა და მისი რეჟიმის დანაშაულებათა გაუბრალოებას. ერთ-ერთი ასეთი უნიჭო სუბიექტია ძებნილი ყოფილი გენპროკურორის ზურაბ ადეიშვილის ექს-მოადგილე ნონა წოწორია.

ერთ დროს სტრასბურგის მოსამართლეობამ ნონა წოწორიას ვერანაირი პროფესიული და ცხოვრებისეული გაკვეთილი ასწავლა. ფაქტია, ნაცსექტანტობა მოუშორებელი დამღაა.

შესაძლოა, ვცდები და ბრბოს ქალბატონი წოწორია დამნაშავე ნაცრეჟიმის გაქცეულ ვირთაგვებს უწოდებს მისი ყოფილი შეფის, ზურაბ ადეიშვილის მეთაურობით“, – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები