კახი კახიშვილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახი კახიშვილმა ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა მიმოიხილეს და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„საქართველო განაგრძობს ევროკავშირის ინსტიტუტებთან დაახლოებას და იმ რეკომენდაციების შესრულებას, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მისაღებად. შესაბამისად, საინტერესოა გავეცნოთ თუ როგორ შეფასებებს აძლევს ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი საქართველოს მიერ განვლილ გზას და იმ რეფორმებს, რომელსაც ხელისუფლება ამ კუთხით ახორციელებს. პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე საინტერესო დისკუსია გავმართეთ”, – განაცხადა კახი კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები