ზურაბ ჩხაიძე – სააკაშვილზე: კვების რაციონი შედარებით გააფართოვა და იმედია, ეს ასე გაგრძელდება, თუ კიდევ ე.წ. გარე ძალები არ ჩაერევიან

კვების რაციონი შედარებით გააფართოვა და იმედია, ეს ასე გაგრძელდება, თუ კიდევ ე.წ. გარე ძალები არ ჩაერევიან და პაციენტთან მუშაობას გვადროვებენ, – ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს დღეს დილით ტემპერატურა 37,3 აღენიშნებოდა.

„რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, მან კვების რაციონი შედარებით, გააფართოვა და იმედია, ეს ასე გაგრძელდება, თუ კიდევ ე.წ. გარე ძალები არ ჩაერევიან და პაციენტთან მუშაობას გვადროვებენ.

გუშინდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ქალბატონმა ნინომ მთელ ქვეყანას დაანახა, რამდენად არაკომპეტენტურები არიან ამ საქმის ძირითადი მოქმედი პირები. ვგულისხმობ ადვოკატებს. გუშინ ყველას დაანახვეს სრული უვიცობა“, – განაცხადა ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები