მსჯავრდებულებისათვის ტრენინგი ჩატარდა
ქუთაისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი არასრულწლოვანი პირობით მსჯავრდებულებისათვის ტრენინგი ჩატარდა. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტრენინგ ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი’’ – მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესისა და უსაფრთხო ქცევის დანერგვის ხელშეწყობას, მათთვის შესაბამისი ცოდნის მიწოდებისა და სარისკო ქცევებისაგან დამცავი სოციალური უნარებით აღჭურვის გზით.