ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ელექტრონული ჟურნალის, ქართული ფოლკლორის არქივის კატალოგისა და წიგნების თარგმანების წარდგენა გაიმართა

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ელექტრონული ჟურნალის, ქართული ფოლკლორის არქივის კატალოგისა და წიგნების თარგმანების წარდგენა გაიმართა.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინფორმაციით, გამოცემა წარადგინა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, ეთნომუსიკოლოგმა, ფოლკლორის ცენტრის საერთაშორისო მიმართულების კონსულტანტმა ნანა მჟავანაძემ.
„მსოფლიო მუსიკა – ფილიპ ბოლმანი და ეთნომუსიკოლოგია – თიმოთი რაისის ავტორობით, ოქსფორდის გამოცემაა და პოპულარულ ენაზე გვიყვება მსოფლიო მუსიკის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ.
განსაკუთრებული მადლობა ანსამბლს „რეხეული” და ქალაქ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრს“, – წერია ინფორმაციაში
პროექტები განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები