მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი 6 თებერვალს გაიმართება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი 6 თებერვალს გაიმართება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს კითხვებს სამი მოწმე პასუხობდა, მათ შორის, კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი ეკა ჩავლეიშვილი და სამხარაულის ექსპერტი აკაკი ტყემალაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები