დიდთოვლობა საქართველოს მაღალმთიანეთში – ზვავსაშიშროების გამო, ტრანსპორტის გადაადგილება კონკრეტულ მონაკვეთებზე შეზღუდულია

რამდენიმე დღეა, საქართველოს მაღალმთიანეთში დიდთოვლობაა. ზვავსაშიშროების გამო,
საავტომობილო გზების კონკრეტულ მონაკვეთებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია. კერძოდ:

მოძრაობა აკრძალულია გუდაური-კობის მონაკვეთზე. ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აკრძალვა ყველა სახის ტრანსპორტზე ვრცელდება.

ასევე, შეზღუდვა დაწესდა გომბორი- შუამთის მონაკვეთზეც, სადაც მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

თელავი- ვაზიანი- გომბორის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო მსუბუქი ავტომობილების გადაადგილებაზე სპეციალური რეჟიმია დაწესებული. ამ მიმართულებით გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების მქონდე ავტომობილებისთვის.

შუამთის მონასტერთან ტრანსპორტის გადაადგილებას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.

შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აქვეყნებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ პრობლემურ ზონებში მუშაობს სპეცტექნიკა და იყრება ტექნიკური მარილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები