რატი ბრეგაძე ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე: ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო ევროპარლამენტის პოზიცია, წარმოდგენილი იყო მხოლოდ მცირე ნაწილი, რომლებიც საკუთარ მოსაზრებებს გამოხატავდნენ
წარმოდგენილი იყო მხოლოდ გარკვეული, მცირე ნაწილი, რომელიც გამოხატავდა საკუთარ მოსაზრებებს, – ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ევროპარლამენტში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე გამართულ დებატებს.
მინისტრის განცხადებით, ცალკეული დეპუტატის მიერ გაჟღერებული მოსაზრებები მთელი ევროპარლამენტის პოზიციას არ გამოხატავს.
„ევროპარლამენტი, ისევე, როგორც საქართველოს და ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს პარლამენტი, არის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, სადაც წარმოდგენილნი არიან სხვადასხვა პარტიის დეპუტატები, და, ბუნებრივია, თითოეულ მათგანს შესაძლოა, ჰქონდეს საკუთარი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო ევროპარლამენტის პოზიცია, რადგან მაყურებელმა იხილა დარბაზიც. ეს არ იყო მთელი ევროპარლამენტი, არამედ წარმოდგენილი იყო მხოლოდ გარკვეული, მცირე ნაწილი, რომელიც გამოხატავდა საკუთარ მოსაზრებებს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.