რატი ბრეგაძე სააკაშვილზე: პაციენტი არ არის მოწოდებული იმისკენ, რომ გამოჯანმრთელდეს და მკურნალობა სრულფასოვნად ჩაიტაროს

პაციენტი არ არის მოწოდებული იმისკენ, რომ გამოჯანმრთელდეს და მკურნალობა სრულფასოვნად ჩაიტაროს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც სააკაშვილს სამედიცინო მომსახურება დასჭირდა, ეს მან ყოველთვის დროულად მიიღო.

„როდესაც თვითდაზიანებით ადამიანი მოქმედებს, ბუნებრივია, სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, რომ ამ ადამიანმა შეწყვიტოს საკუთარი ჯანმრთელობის წინააღმდეგ ეს ქმედებები. როდესაც პატიმარი შიმშილობს, არსებობს გარკვეული პროტოკოლი, რომელიც მოუწოდებს სამედიცინო პერსონალს, პატიმარი დაარწმუნოს იმ მავნე შედეგებში, რაც შეიძლება გამოიწვიოს შიმშილობამ. ჩვენ ამას ყოველთვის მოვუწოდებდით [სააკაშვილს], მეორე მხარე, პირიქით, მოუწოდებდა შიმშილობა გაეგრძელებინა და შიმშილობის შეწყვეტა იქნებოდა პოლიტიკური თვითმკვლელობა.

როდესაც მას სამედიცინო მომსახურება დასჭირდა, ეს მან ყოველთვის დროულად მიიღო. რაც შეეხება იძულებით მკურნალობას, ეს არის კანონსაწინააღმდეგო. ჩვენ და სამედიცინო პერსონალი, (რომელიც ძალიან დიდ მადლობას იმსახურებს, რადგან საკმაოდ რთულ ვითარებაში მუშაობს) ვცდილობთ დავარწმუნოთ, რომ დაემორჩილოს სამედიცინო რეკომენდაციებსა და ჩაიტაროს ის შესაბამისი მკურნალობა, რომელიც მას ესაჭიროება“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები