ილია დარჩიაშვილი საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩს შეხვდა

2023 წლის 2 თებერვალს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩს ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის არსებული დღის წესრიგი, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა და საქართველოსა და შვედეთის სამეფოს  შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა.

„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ამ მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და გატარებულ რეფორმებზე. აღინიშნა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შვედეთის, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის განსაკუთრებული როლი. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად იმუშაონ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები