ნიკოლოზ სამხარაძე ზელენსკის განცხადებაზე: არანაირი დასაბუთება და მტკიცებულება სააკაშვილის ციხეში ან საავადმყოფოში წამების, არ არსებობს

არანაირი დასაბუთება და არანაირი მტკიცებულება სააკაშვილის ციხეში ან საავადმყოფოში წამების არ არსებობს, – ასე ეხმაურება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.

როგორც მან აღნიშნა, დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთება მიუღებელია.

„ეს პირველი განცხადება არ არის უკრაინის მხრიდან, რომელიც არამეგობრულია საქართველოს მიმართ. მე ვერ ვიტყვი რა უდევს საფუძვლად ამ განცხადებას. არანაირი დასაბუთება და არანაირი მტკიცებულება სააკაშვილის ციხეში ან საავადმყოფოში წამების არ არსებობს. დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთება მიუღებელია.

არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ ვამბობ, რა განცხადებაც არ უნდა გაკეთდეს უკრაინიდან მეგობრული, არამეგობრული ან შეურაცხმყოფელი, ეს მაინც არ შეარყევს ჩვენს პოზიციას უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართ. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინელი ხალხის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკასთან“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები