„ნატო-ში მიხეილ სააკაშვილზე არც ერთი კითხვა არ დასმულა“ – ნიკოლოზ სამხარაძე

ნატო-ში მიხეილ სააკაშვილზე არც ერთი კითხვა არ დასმულა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკასთან“ საუბარში განუცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი შემთხვევა, როდესაც შეიძლება პატიმარს სასჯელი გადაუვადდეს, არის შემთხვევა, როდესაც საქმე გვაქვს ისეთ დაავადებასთან, რომლის განკურნებაც საქართველოში არ შეიძლება.

„ნატო-ში მიხეილ სააკაშვილზე არც ერთი კითხვა არ დასმულა. რაც შეეხება ევროპარლამენტარების განცხადებებს, ეს არ არის პოლიტიკური პროცესი. ეს არის სამართლებრივი პროცესი და ამ სამართლებრივ პროცესში მნიშვნელობა აქვს პაციენტის ჯანმრთელობას. ჩვენთვის პაციენტის ჯანმრთელობაზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის, ვინაიდან ეს არის პირადი ინფორმაცია და ამაზე ექიმებმა უნდა ისაუბრონ. რაც შეეხება სამართლებრივ პროცესს, ჩვენი კანონმდებლობიდან გამომდინარე ერთადერთი შემთხვევა, როდესაც შეიძლება პატიმარს სასჯელი გადაუვადდეს, არის შემთხვევა, როდესაც საქმე გვაქვს ისეთ დაავადებასთან, რომლის განკურნებაც საქართველოში არ შეიძლება ან ისეთ დაავადებასთან, რომლის განკურნებაც საერთოდ არ შეიძლება. ეს არის კანონის მოთხოვნა. დანარჩენი სასამართლოზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები