თეა წულუკიანი: პატიმარმა სააკაშვილმა უნდა შეცვალოს ქცევა და სასჯელს შეეგუოს

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა უნდა შეცვალოს ქცევა და შეეგუოს სასჯელს.

მისი თქმით, სააკაშვილმა უნდა გამოიყენოს ყველა პროფესიის პროფესიონალის დახმარება, მათ შორის ფსიქოლოგის და თუ საჭიროა ფსიქიატრისაც.

„პატიმარმა უნდა შეცვალოს ქცევა, გამოიყენოს ყველა პროფესიის პროფესიონალის დახმარება, მათ შორის ფსიქოლოგის, თუ საჭიროა ფსიქიატრისაც და შეეგუოს სასჯელს. კანონში ასე წერია, რომ დააშავებ, შემდეგ მოგისჯიან და სასჯელი არის მოსახდელი. ეს მარტივი ანა ბანაა, რომელსაც უნივერსიტეტების პირველ ფაკულტეტებზე ასწავლიან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები