საქართველო ხვალ ქართული ღვინის მასშტაბურ დეგუსტაციას უმასპინძლებს
3 თებერვალს, 13:00 საათზე, სასტუმროში „ამბასადორი თბილისი“ ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველო ქართული ღვინის მასშტაბურ დეგუსტაციას უმასპინძლებს, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დარგის წამყვანი სპეციალისტები, კრიტიკოსები და ჟურნალისტები დაესწრებიან.
საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობას იღებენ როგორც ღვინის დიდი მწარმოებელი კომპანიები, ისე მცირე მარნები (სხვადასხვა კომპანიის 50 საუკეთესო ქართულ ღვინო).
ცნობილი და გავლენიანი გამოცემებიდან საერთაშორისო მედიის წარმომადგენლების, ღვინის ექსპერტების და კრიტიკოსების ვიზიტი კიდევ ერთი შესაძლებლობაა ღვინის მწარმოებლებისთვის, პოპულარიზაცია გაუწიონ ქართულ ღვინოს საერთაშორისო ასპარეზზე, მსოფლიოს წამყვან გამოცემებში.