დავით მათიკაშვილი: აშკარაა, რომ არის სერიოზული კოორდინაცია იმისთვის, რომ პროექტი, რასაც პატიმარ სააკაშვილის დახსნა ჰქვია, განხორციელდეს

“ჩვენ მოვისმინეთ ზელენსკის განცხადება ფოტოებით ხელში, ასევე, მოვისმინეთ მოლდოვის პრეზიდენტის, სანდუს განცხადება – აშკარაა, რომ არის სერიოზული კოორდინაცია ერთმანეთში იმისათვის, რომ ის პროექტი, რასაც პატიმარ სააკაშვილის დახსნა ჰქვია – განხორციელდეს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, დავით მათიკაშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, მანიპულაციისთვის ყველაფერი ხორციელდება.

“ბევრ კითხვას პასუხი კარგად გაეცემა – რატომ ითხოვდნენ თავის დროზე ამის რეანიმაციაში გადაყვანას მაშინ, როდესაც დებატები იყო ჩანიშნული, რატომ მოხდა შემდეგ სააკაშვილის მიერ ფოტოების გამოქვეყნება. იმიტომ ხომ არა, რომ შემდეგ ზელენსკის ამოეწია ასე კამერების წინ. ეს ყველაფერი ხორციელდება იმისათვის, რომ მოხდეს მანიპულაცია და სასურველის სინამდვილედ გასაღება”, – აცხადებს მათიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები