სამტრედიაში წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ

სამტრედიაში წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ. სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს მედლები მერიის სხდომათა დარბაზში გადასცეს.

92 ოქროსა და 20 ვერცხლის მედალი წარჩინებულებს მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან, თინათინ ხარძიანთან და საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარესთან, ირაკლი მელაშვილთან ერთად გადასცა.

“ამაყი ვარ დღეს. ეს მიზანდასახული და შრომისმოყვარე თაობა ჩვენთვის იმედის მომცემია. მათი ნიჭი და შრომისმოყვარეობა უკვე სახეზეა და გვჯერა, რომ ისინი წარმატებული ადამიანები იქნებიან. ჩვენი მხრივ, ბევრ საინტერესო სიახლეს ვგეგმავთ ახალგაზრდებისთვის, რაც მათ მოტივაციას საგრძნობლად გაზრდის”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.

“საამაყოა ნამდვილად ამდენი წარმატებული ახალგაზრდა. ვისურვებდი თითოეულ მათგანს თავისი ცოდნა და გამოცდილება ჩვენი ქალაქის კეთილდღეობისთვის გამოეყენებინოს”, – განაცხადა თინათინ ხარძიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები