ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში მსჯავრდებულები სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავეებად ცნო

22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში მსჯავრდებულები – აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. აკო ჭელიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა.

აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში დამნაშავედ ცნეს. მსჯავრდებულებიდან ბრალს მხოლოდ აკო ჭელიძე აღიარებს, თუმცა, ჯგუფურ დანაშაულს გამორიცხავს.

ცნობისთვის, 2022 წლის 15 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილება დაცვის მხარეს ჰქონდა გასაჩივრებული.

მკვლელობა 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოხდა. 22 წლის ნიკა კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები