ავსტრია ჯაშუშობისთვის ქვეყნიდან 4 რუს დიპლომატს აძევებს

ავსტრია ჯაშუშობის ბრალდებით ქვეყნიდან ოთხ რუს დიპლომატს აძევებს.

ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

აღნიშნულია, რომ რუსეთის საელჩოს ორმა დიპლომატმა “მათ დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი ქმედება ჩაიდინეს. შესაბამისად, ისინი გამოცხადდნენ პერსონა ნონ გრატად, დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად”.

ასევე, “გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის ორმა დიპლომატმა, შტაბ-ბინის განთავსების შეთანხმებასთან შეუთავსებელი ქმედება ჩაიდინეს. მათ ასევე უნდა დატოვონ ავსტრიის რესპუბლიკის ტერიტორია”.

დიპლომატებმა ავსტრია 8 თებერვლამდე უნდა დატოვონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები