კელი დეგნანი – სააკაშვილზე: ჩემი და ბევრი სხვა ქვეყნის ხელისუფლება ყურადღებით ადევნებს თვალს და შეშფოთებულები ვართ

“სერიოზული მდგომარეობაა, როგორც ჩვენ ვნახეთ გუშინ. ჩემი ხელისუფლება და ბევრი სხვა ქვეყნის ხელისუფლება ყურადღებით ადევნებს თვალს და შეშფოთებულები ვართ”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ სააკაშვილი საჭირო სამედიცინო მომსახურებას იღებდეს.

„სერიოზული მდგომარეობაა, როგორც ჩვენ ვნახეთ გუშინ. ჩემი ხელისუფლება და ბევრი სხვა ქვეყნის ხელისუფლება ყურადღებით ადევნებს თვალს და შეშფოთებულები ვართ. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს, რომ მიხეილ სააკაშვილი იღებს სამედიცინო მომსახურებას, რომელიც მას სჭირდება. ეს არის ის, რაზეც ყველა ჩვენგანი ვფოკუსირდებით – პირველ ყოვლისა, რომ გვესმოდეს, რა არის მისი დიაგნოზი და რა სჭირდება და შემდეგ, იმაზე, რომ ხელისუფლება აწვდის მას ამ მომსახურებას. ჩვენ ვაგრძელებთ ამ საკითხისთვის თვალყურის მიდევნებას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გუშინ სასამართლო პროცესს კლინიკიდან დისტანციურად ჩაერთო. სააკაშვილმა პროცესზე მაისური აიწია იმის დემონსტრირებისთვის, თუ როგორ გამოიყურება, “არაეთიკური სურათისთვის” კი საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. სააკაშვილის თქმით, ის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები