ოკუპირებულ აფხაზეთში უმუშევრობის დონე 87%-ს აღწევს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ინფორმაციით, ე.წ. რესპუბლიკაში უმუშევრობის დონე 87%-ს აღწევს.

ამის შესახებ მან რაიონების ე.წ. ხელმძღვანელებთან გაფართოებულ შეხვედრაზე თქვა.

ბჟანიას ინფორმაციით, უმუშევრობა რაიონების მიხედვით მერყეობს, მაგალითად, სოხუმში ის 40%-ს შეადგენს, ხოლო მეზობელ რაიონებში 87%-მდე აღწევს.

დე ფაქტო პრეზიდენტმა ე.წ. მთავრობას დაავალა ციტრუსოვანი ხილის წარმოებისა და მოყვანის მდგომარეობის შესწავლა, რომ მოხდეს იმ მოცულობის მოყვანა, რაც საბჭოთა პერიოდში იყო.

“მოდით, გამოვთვალოთ, რა თანხის მოზიდვაა საჭირო, მოვამზადოთ საინვესტიციო პროექტები, ვნახოთ, ვის აქვს ეს მიწები იჯარით აღებული, ვიფიქროთ, როგორ დავეხმაროთ მათ. მოდით, ისე გავაკეთოთ, რომ ჩვენმა მიწამ უხვად გამოგვკვებოს”, – თქვა მან.

ამასთან, ადგილობრივ საექსპერტო საზოგადოებაში კიდევ ერთ პრობლემას უსვამენ ხაზს, კერძოდ, ხელფასების ნაწილს.

ადგილობრივ მედიასთან საუბარში სოციალურ-ეკონომიკური კვლევების ცენტრის ეკონომისტი, ილონა მირცხულავა ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რამდენად შეესაბამება დასაქმებულთა ანაზღაურება საარსებო მინიმუმს.

„სამწუხაროდ, საშუალო თვიური ხელფასის მაჩვენებლები სავალალოა. უფრო მეტიც, კონკრეტულ მაგალითებით გეტყვით, რომ დღეს პედაგოგიური კადრების არარსებობის პრობლემა გვაქვს. არსებობს შემთხვევები, როდესაც მასწავლებლებს ურჩევნია ზაფხულში, საკურორტო სეზონზე იმუშაოს და წლიური ანაზღაურება გამოიმუშაოს, ვიდრე პროფესიული საქმიანობით დაკავდეს. ხალხი ამას კარგი ცხოვრების გამო კი არ აკეთებს და ამ მხრივ, ალბათ, მადლობა უნდა გადავუხადოთ ამ ადამიანებს, რომ არ ითხოვენ, მაგალითად, უმუშევრობის შეღავათებს სახელმწიფოსგან ან ხელისუფლებისგან”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები