დღეს სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე მორიგი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. საქმეს მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

დღევანდელი პროცესი კვლავ დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება. ამჯერად, სასამართლოს კითხვებს ცენტრ ემპათიის ექსპერტები უპასუხებენ, ასევე დაცვის მხარე გარკვეულ შუამდგომლობებს დააყენებს.

სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მათ მიერ წარმოდგენილი მოწმეების გამოკითხვა მიმდინარე კვირაში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც სასამართლო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების გამოკითხვას დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები