ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან – გამყარდა – 1-ელი თებერვლის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პირველი თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6518 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6410 ლარი ღირს.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.8711 ლარი იქნება, მაშინ როცა დღევანდელი ოფიციალური კურსით, ერთი ევრო – 2.8813 ლარი ღირს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, პირველ თებერვალს ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები