ოკუპირებულმა აფხაზეთმა საჰაერო სივრცე ჩაკეტა, მათ შორის, დრონებისთვის

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტმა ე.წ. რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში ფრენების აკრძალული ზონები შემოიღო, მათ შორის, დრონებისთვის.

აღნიშნული მზარდი ტერორისტული და სამხედრო საფრთხეებით აიხსნა.

კერძოდ, ე.წ. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია​ საჰაერო სივრცის გამოყენება “აფხაზეთისა და რუსეთის ფედერაციის ყველა სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტების თავზე”.

ასევე, იკრძალება ფრენები “ადმინისტრაციული შენობების, დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების, სამთავრობო დაწესებულებების და ობიექტების თავზე”.

როგორც ე.წ. მთავრობის სხდომაზე ე.წ. მინისტრთა კაბინეტის აპარატის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა, ანდრეი გუნიამ განმარტა, „ჩვენ, ყველას გვესმის მსოფლიოში არსებული ზოგადი ვითარება, არის გარკვეული რისკები, რომლებიც პერიოდულად შესაძლოა, გაიზარდოს. შესაბამისად, საჭიროა, მათ შორის, მარეგულირებელ დონეზე იყოს მიღებული ზომები, რომლებიც ამ რისკებს შეამცირებს”.

მისი თქმით, დრონები შეიძლება, იყოს გამოყენებული როგორც უვნებელი, ასევე, სადაზვერვო მიზნებითაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები