„ავტოპორტრეტი სარკესთან” – გამოფენა გაიხსნება

4 თებერვალს, 16.00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ  გალერეაში გამოფენა „ავტოპორტრეტი სარკესთან“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ექსპოზიცია მოიცავს პერიოდს – XIX საუკუნიდან დღევანდელობამდე და აერთიანებს სხვადასხვა თაობის ქართველ მხატვარს (აგრეთვე – პოეტს) და ბოლო ასი წლის განმავლობაში შექმნილი ავტოპორტრეტების რეტროსპექტივაა.
გამოფენის კურატორია: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქეთევან (ქეთი) შავგულიძე.
გამოფენას წარმოადგენს  კულტურის ცენტრი ATINATI’S. ღონისძიება ეძღვნება აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის 100 წლისთავს.
გამოფენის გახსნაზე ხელოვანი ანდრო დადიანი მიმოიხილავს პოეტურ ავტოპორტრეტებს – მოდერნიზმიდან თანამედროვეობამდე.
„ავტოპორტრეტი, როგორც ერთგვარი შუამავალი ხელოვნება, ხილულისა და სიმბოლურის, ცნობიერისა და პერსონალური/ტრანსპერსონალური არაცნობიერის ზღვარზე არსებობს.
დავით კაკაბაძის მიერ ავტოპორტრეტების („ავტოპორტრეტი სარკესთან”, „ავტოპორტრეტი ბროწეულებით“, „ავტოპორტრეტი რუხ ხალათში“) შექმნიდან 110 წლის შემდეგ, ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი გამოფენა ეძღვნება ისეთ მნიშვნელოვან, მრავალშრიან და ენიგმატურ ფენომენს ხელოვნებაში, როგორიც ავტოპორტრეტია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოფენა 12 მარტამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები