აკაკი მინაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნის და პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა.
მისივე თქმით, ის პარტიაში რჩება.
„მინდა, მივულოცო ლევან ხაბეიშვილს, თუმცა ამავე დროს, გითხრათ, რომ მე მქონდა გარკვეული პოზიციები პარტიის მენეჯმენტში. ვიყავი პოლიტიკური მდივანი, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე. ორივე ამ პოზიციას ვტოვებ. ბუნებრივია, პარტიიდან არ მივდივარ, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის საკითხი არის ძალიან აქტუალური, თუმცა, აქტიურ პარტიულ მმართველობას ჩამოვშორდები და ვდისტანცირდები. პარტიას ვუსურვებ წარმატებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ძლიერი და იყოს პარტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს „ქართული ოცნების“ ჩამოშორებაში,“ – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.