ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს – სულ მცირე, ერთი ადამიანია დაღუპული (ფოტო)

რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით ხარკოვი დაბომბეს, რასაც, სულ მცირე, ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, სამი დაშავდა.

სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, ჭურვი 4-სართულიან კორპუსს მოხვდა.

დაღუპულია ხანდაზმული ქალი.

შენობა ნაწილობრივ არის დანგრეული, მოსახლეობა ევაკუირებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები