გოგა ხაინდრავა – დეგნანის განცხადებაზე: ჰიპოთეტურად წარმოვიდგინე რუზველტი ან ბაიდენი სატვირთო ფურით შემოპარული აშშ-ის ტერიტორიაზე არეულობის მოსაწყობად მას მერე რაც აშშ-ის მოქალაქეობაზე უარი განაცხადა – ამის წარმოდგენაც კი შეურაცხმყოფელია

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას “ტვიტერზე” ეხმაურება.

“ჰიპოთეტურად წარმოვიდგინე ამერიკის პრეზიდენტი, რუზველტი ან ბაიდენი სატვირთო ფურით შემოპარული აშშ-ის ტერიტორიაზე არეულობის მოსაწყობად მას მერე რაც აშშ-ს მოქალაქეობაზე უარი განაცხადა. ამის წარმოდგენაც კი შეურაცხმყოფელია! თქვენთვის არა ქ-ნო აშშ-ს ელჩო?”, – წერს ხაინდრავა “ტვიტერზე”.

ცნობისთვის, კელი დეგნანი ჟურნალისტის კითხვას, ამერიკის რომელიმე ყოფილი პრეზიდენტი საზღვრის დარღვევით რომ შესულიყო შეერთებული შტატების ტერიტორიაზე როგორი იქნებოდა მათი პოზიცია და არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის ქმედება საქართველოსთვის შეურაცხმყოფელი, ელჩი პასუხობს რომ შეკითხვა ჰიპოთეტურია​დეგნანის განცხადებით, აშშ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები